Eng

საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის ბრძანებით დამტკიცდა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსების ინსტრუქცია

26.11.2018 2018 წლის 15 ნოემბრის ბრძანებით სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა დაამტკიცა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსების ინსტრუქცია, რომელიც წარმოადგენს სახელმძღვანელოს იმ პირთათვის, რომელთაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილების შესაბამისად, ეკისრებათ დეკლარაციის შევსების ვალდებულება.